logo
ENG



გამოკითხვაზე მყოფი გაგნიძე ამბობს, რომ პოლიციამ ჩხრეკისას "კანონიერი იარაღი" ამოიღო

16 ივლ 202117:54
3 წუთის საკითხავი
 
გამოკითხვაზე მყოფი გაგნიძე ამბობს, რომ პოლიციამ ჩხრეკისას "კანონიერი იარაღი" ამოიღო
ვახო ქარელი/ფორმულა

ძალადობრივი ორგანიზაციის, ქართული მისიის დამფუძნებელი, რამაზ გაგნიძე ამბობს გამოკითხვის შემდეგ ამბობს, რომ პოლიციამ ჩხრეკის დროს ზოგიერთი სახლიდან "კანონიერი იარაღი" ამოიღო, ანუ ისეთი, რომლის ტარების უფლებაც პატრონს აქვს. გაგნიძე მიიჩნევს, რომ სამართალდამცავებმა ჩხრეკისას ვერაფერი იპოვეს. 

"ტელევიზიების გასახარად ჩაატარეს ჩხრეკა, საიდანაც ვერაფერი ვერ ამოიღეს. მხოლოდ და მხოლოდ ზოგიერთი ოჯახიდან, ვთქვათ, კანონიერი იარაღი. ჩემთან არა, სხვა ოჯახებში", - ამბობს გაგნიძე და ამატებს, რომ ამოღებულია კომპიუტერები და ტელეფონებიც. 

გაგნიძე აცხადებს, რომ არ იცის, მის მიმართ რატომ გაჩნდა კითხვები. რაც შეეხება 5 ივლისის ძალადობას, ის ამას ფსიქოლოგიური და "პროვოკაციული ძალადობის" შედეგს უწოდებს. იგი ამტკიცებს, რომ ძალადობრივ კონტრაციას ორგანიზატორი არ ჰყოლია. 

დღეს, დილით 5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. 

განყოფილებაში გადაიყვანეს გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი, ალექსანდრე ფალავანდიშვილი. გარდა ამისა, გამოკითხვაზე მივიდა პრორუსული პლატფორმა ალტ-ინფოს ხუთი წარმომადგენელი - შოთა მარტინენკო, გიორგი ქარდავა, ზურა მახარაძე, ირაკლი ყიზილაშვილი, კონსტანტინე მორგოშია. 

სამმართველოში მივიდა დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელიც 5 ივლისს მრევლს ძალადობისკენ მოუწოდებდა.

სამმართველო უკვე დატოვეს ალექსანდრე და გურამ ფალავანდიშვილებმა, ასევე, ზურა მახარაძემ.


close დახურვა